თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კომენტარები