“თავისუფლება თანამებრძოლებს” – ამ შინაარსის დიდი ზომის ბანერი დაამზადეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ახალგაზრდებმა აღნიშნული ბანერი უნივერსიტეტის ეზოში გაშალეს და თბილისში დაკავებული მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
ქუთაისში არსებული ყველა უნივერსიტეტი რამდენიმე დღეა, ევროინტეგრაციის მომხრე აქციის მონაწილეებს უერთდება და “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას აპროტესტებს.
კომენტარები