მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს უკან დახევა” – ქუთაისში პროტესტი გრძელდება

“ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს უკან დახევა” – ქუთაისში პროტესტი გრძელდება

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. 10 დღეა, ევროინტეგრაციის მომხრეები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.

ხელისუფლებაზე გაბრაზებული ქუთაისელები ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს აკაკი წერეთლისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის განცხადებით, პროტესტი გამარჯვებამდე გაგრძელდება.

“ეს გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი და ადამიანების ერთობა დამარცხდება, რომ ეს ასე არ მოხდება. “ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს უკან დახევა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა კუხიანიძემ.

კომენტარები