“აიღოს პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” იმაზე, რაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხდება” – ამ დევიზით ქუთაისში მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.
იმერეთის სამხარეო პოლიციასთან 30-მდე ჟურნალისტი შეიკრიბა, მათ თან აქვთ ნაცემი ჟურნალისტების და ოპერატორების ფოტოები.
მედიის წარმომადგენლები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.
“არ ვიცი რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ადამიანები მიხვდნენ – ქვეყანაში არის დიქტატურა. მეგობრებო, თუ ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა და უკვე ასრულებს, რასაც დაგვპირდა, თავისუფალი მედია აღარ იარსებებს და როცა თქვენ დაგჭირდებათ, აღარავინ იქნება, ვინც გვერდით დაგიდგებათ”, – განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.
ქუთაისის გარდა, მედიის მხარდამჭერი აქციები იმართება თბილისში, ყვარელში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში.
გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე არაერთი ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ფოტორეპორტიორი დაშავდა. ბევრ მათგანს თავს განზრახ ესხმოდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
კომენტარები