“ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში”, – ამ დევიზით ჭიათურაში აქცია გაიმართა.
ადგილობრივებმა “ოცნების“ ანტიდასავლური კურსი გააპროტესტეს.
მოსახლეობის თქმით, სახელისუფლებო პარტიას ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების და საქართველოს ისტორიული არჩევანის ცვლილების უფლებას არ მისცემენ.
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროტესტი არ წყდება. მოსახლეობა ახალ არჩევნებს ითხოვს. ქუთაისში კი ორი კვირაა, ადგილობრივები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
კომენტარები