ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მოქალაქეები ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი, სადაც გზა გადაკეტილია.
ადგილობრივები მე-14 დღეა, “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის საგარეო კურსს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება უნდა გადადგეს, ახალი არჩევნები დაინიშნოს და ახალმა მთავრობამ ქვეყანას ევროპული მომავალი დაუბრუნოს.
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის იმერეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს აღარ დააყენებს.
კომენტარები