თბილისში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს ზაალ კუხიანიძეს მოსამართლემ გაფრთხილება მისცა.
პროცესის დასრულების შემდეგ ზაალ კუხიანიძემ ვიდეომიმართვა ჩაწერა და განაცხადა, რომ დამკავებელმა პოლიციელმა სხდომაზე ურთიერთგამორიცხავი ჩვენებები მისცა, რის შემდეგაც მოსამართლეც დარწმუნდა, რომ აქტივისტის დაკავება უკანონოდ მოხდა.
“ეს წუთია, დასრულდა სასამართლო პროცესი. მოწმედ შემოიყვანეს ჩემი დამკავებელი ე.წ სამართალდამცველი, რომელმაც ისეთი ტყუილები ისაუბრა, რომ აზრი ვერ ჩამოაყალიბა. ჩაკითხვისას ურთიერთგამომრიცხავად ისაუბრა და მოსამართლეც დარწმუნდა, რომ ჩემი დაკავება უკანონოდ მოხდა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. მინდა მივმართო პოლიციელებს, მოვა დრო და თქვენი ახლობლების და ნათესავების წინააღმდეგ მოგიწევთ ცრუ ჩვენების მიცემა”, – ამბობს ზაალ კუხიანიძე.
ზაალ კუხიანიძე რამდენიმე დღის წინ აქციაზე დააკავეს.
კომენტარები