ძლიერმა წვიმამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში ოჯახი დაიტბორა.
უამინდობის გამო ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 400 აბონენტს, მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსულია ნალექი თოვლის სახით. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
კომენტარები