მთავარიახალი ამბებისლაიდი

სალომე ზურაბიშვილი – არავის არავინ არ აურჩევია, არაფერი არ მომხდარა

სალომე ზურაბიშვილი – არავის არავინ არ აურჩევია, არაფერი არ მომხდარა

“ქართული ოცნების” ხმოსნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.

“მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ჩვენი შვილები ვინც აქ დგას, დგას ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე. არავის არავინ არ აურჩევია. არაფერი არ მომხდარა, საქმიანობას ვაგრძელებ, აბა რას ვაკეთებ?!” – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნების” პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.

ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი – ადა მარშანიას ბიულეტენი.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში  ჩატარდა. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კომენტარები