მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში აქტივისტებმა ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულებს და მომხმარებლებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს

ქუთაისში აქტივისტებმა ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულებს და მომხმარებლებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს

“არა მოძალადე  რეჟიმს”, – ამ სლოგანით ქუთაისში აქტივისტები ხმის გამაძლიერებელი საყვირებით ქალაქის ცენტრალურ ბაზარში შევიდნენ.

მათ ადგილზე მყოფ თვითდასაქმებულებს და მომხმარებლებს, მერიის წინ ტრადიციად ქცეულ აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს, რომელიც დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

“არა მოძალადე რეჟიმს, არა რუსულ ოცნებას,  მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – ამბობენ აქტივისტები.

დღეს ქუთაისში უწყვეტი პროტესტის მე-19 დღეა.

კომენტარები