პროტესტის მე-19 დღე ქუთაისში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია გრძელდება.
ადგილზე მყოფები ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
“ახალი არჩევნები და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლა, ესაა ჩვენი მოთხოვნა”,- აცხადებს აქციის მონაწილე.
ქუთაისში უკვე 19 დღეა, უწყვეტი აქციები გრძელდება.
კომენტარები