მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა

თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა.

ჩამოშლილმა მიწის მასამ მოძრაობის პრობლემები  შექმნა სოფელ თუზი-თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები-რიჟამაძეების საუბნო გზაზე.

ძლიერი წვიმის  შედეგად, პრობლემები შეიქმნა ასევე სოფელ ღვანკითშიც, სადაც ადიდებული ღელედან გადმოსულმა  წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.

ამ დროისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის 550 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები