ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა აქციებზე ნაცემი მედიის წარმომადგენლების ფოტოებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გადაინაცვლეს, რომლის ანთებასაც ადგილობრივი ხელისუფლება დღეს გეგმავს.
აქტივისტების თქმით, ნაძვის ხის საზეიმო ანთებასთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილება პროვოკაციაა.
ევროინტეგრაციის მომხრეებს ასევე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოების განლაგება ნაძვის ხესთან სურდათ, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
კომენტარები