მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ლევან ხაბეიშვილი – ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე

ლევან ხაბეიშვილი – ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე

ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს: აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდიან ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ბევრ ადამიანს შევხვდი და მათი პირველი მოთხოვნაა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს. ქრისტიანულ დღესასწაულს, შობას ხომ უნდა შეხვდნენ ოჯახებში. ადამიანები სასტიკად სცემეს, დაასახიჩრეს და კიდევ ციხეში ჩასვეს, ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის არც სამართლებრივად სწორი, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად, არც ქრისტიანულად, შობა დღეს ეს ადამიანები ოჯახებთან ერთად უნდა იყვნენ და მეორე მოთხოვნა, ეს არის თავისუფალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილთან ერთად ცხადია არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმავეს და ეს არის ხალხის ხმა ყველა კუთხიდან, ქალაქიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

კომენტარები