მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“სამგურალს” ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

“სამგურალს” ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყალტუბოს “სამგურალი“ ვატო არველაძემ და ალექსანდრე ვერულიძემ დატოვეს.

ვატო არველაძემ სეზონი ფოთის “კოლხეთში“ დაიწყო, მარტში „სამგურალში“ გადავიდა, თუმცა, წყალტუბოს გუნდში ეროვნულ ლიგაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა, გოლის გატანა ვერ შეძლო და გუნდი დატოვა. 28 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ვერულიძე გუნდში 2021 წლიდან თამაშობდა, მან 27 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სიახლე ისიც, რომ „სამგურალის“ სპორტული დირექტორის პოსტზე გიორგი ნერგაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე კლუბში მწვრთნელ-ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობდა.

42 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელის კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“ დაასრულა და მწვრთნელობაც ამ კლუბში დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და „სამგურალი 2“-ის მთავარი მწვრთნელი.

კომენტარები