ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
ქუთაისის მერიასთან შეკრებილებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
ადგილობრივები 29-ე დღეა, ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
კიდევ ერთი მოთხოვნა მშვიდობიან აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას უკავშირდება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბრძოლა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე “ქართული ოცნება” მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
კომენტარები