მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას

სალომე ზურაბიშვილი – ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

“ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე: “თუკი კვირას, ვთქვათ, დაგაპატიმრებენ და პუტინის მომხრე ფეხბურთელი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, თუკი ამას დაუშვებს ევროპა, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის, პუტინის გამარჯვებას?“ – პრეზიდენტმა უპასუხა: “იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს არ ნიშნავს დასასრულს, რადგან ქუჩებში დგას ქართველი ხალხი. საქართველოში არსებობს საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უფრო დემოკრატიულია. თაობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიბადა, ძალიან განსხვავებული თაობაა და ის არ მიიღებს იმას, რომ ევროპული მომავალი წაართვან“.

ასევე, კითხვაზე: “იქნებით თუ არა პრეზიდენტი მომავალი კვირის ამ დროს?“ – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა. “მომავალი კვირის ამ დროს უსათუოდ ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი“.

კომენტარები