დეკემბერში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი 10 %-ით შემცირდა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ კუთხით ქუთაისშია, სადაც ძირითადი ვიზიტორები ევროპიდან ჩამოდიოდნენ.
სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია.
“ყველაზე დიდი უარყოფითი ცვლილება რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის ქუთაისში, რადგან ამ ქალაქში ყველა სეზონზე დიდი იყო მოთხოვნა. გასული წლები საკმაოდ დადებითი იყო და იმედი გვქონდა, რომ ახლაც იქნებოდა შენარჩუნებული, თუმცა დეკემბერი იყო პირველი თვე, როცა წინა წელთან შედარებით კლება იყო. კლება არ იყო ძალიან დიდი, თუმცა გვქონდა სხვა მოლოდინები. კლება იმდენად არ არის ჯგუფებიდან, უფრო კლება არის ინდივიდუალური სტუმრებისგან და ეს ტენდენცია სამწუხაროდ, გრძელდება”, – განაცხადა “ბიემჯის” ეთერში “ინ ჯგუფის” სასტუმროების აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.
კომენტარები