მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პროტესტის 87-ე დღე ქუთაისში – მოთხოვნები უცვლელია

პროტესტის 87-ე დღე ქუთაისში – მოთხოვნები უცვლელია

ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ამ მოთხოვნებით ქუთაისელები 87 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ.

მათი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი წაართვა, აპატიმრებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ზღუდავს გამოხატვის უფლებას და იღებს კანონებს, რომელიც აზიანებს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს.

აქციის მონაწილეების თქმით, “ოცნების” რეპრესიები ყველას შეეხება, ამიტომ საჭიროა, პროტესტმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები