"რიონი" ახალ სეზონს ახალი მენეჯმენტით და განახლებული "ახალი ამბებით" იწყებს

sinatle media

შიო მესამე - დიდი კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო სუროგაციის აკრძალვას საქართველოში

დღის სიახლეები
031 წუთის წინ
ტექსტის ზომა

დიდი კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა.

მისი თქმით, სუროგაციას ბევრი ცოდვა უკავშირდება.

"დიდი კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ, რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა, ჩვენი ურთიერთობაც ერთმანეთთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს, თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით“, - განაცხადა შიო მესამემ.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
66

"რიონი" ახალ სეზონს ახალი მენეჯმენტით და განახლებული "ახალი ამბებით" იწყებს

877

საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდება

4

გიორგი მინდაძემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და ანრი კვარაცხელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

4

დღეს გიორგობაა

35

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

13

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

3

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება