იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ათობით სოფელში სასმელი წყლის პრობლემა ისევ მწვავედ დგას.

"ინფო იმერეთის" ფეისბუკგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ იმერეთში სასმელი წყალი მოსახლეობის დიდი ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ამავდროულად, ამ დრომდე ბევრ სოფელში წყალი არათუ გრაფიკით, არამედ საერთოდ არ არის, ზოგიერთში კი ისეთი დაბინძურებულია, მოხმარება შეუძლებელია.

"21-ე საუკუნეში სასმელი წყალი რომ პრობლემაა და ხელისუფლება თავის მმართველობას წარმატებულად ასახელებს, სულ ცოტა სირცხვილია. გრაფიკიც სანატრელია, იმიტომ, რომ ბევრი სოფელია, სადაც წყლის მილებიც კი არ არის. ყველაფერი პრობლემაა და წყალი მაინც როგორ შეიძლება ადამიანებს არ ჰქონდეთ? სამაგიეროდ, არჩევნებისთვის დაირაზმებიან ტყუილი დაპირებებით და მოურიდებლად მოითხოვენ მხარდაჭერას. დაიზეპირეს ყველა პრობლემა ერთად ვერ გვარდებაო და ყველა პრობლემაა წყალი? ამდენი წელი რა არის მოუგვარებელი, მაგრამ როგორც ჩანს, მილიონების მითვისება ვერ ხერხდება ამის მოგვარებით და ხალხი რაში აინტერესებთ მაგათ?!" - აცხადებენ ადგილობრივები.

მოქალაქეები ხელმძღვანელ პირებს პრობლემით დაინტერესებისა და მოგვარებისკენ მოუწოდებენ.