ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის და სატვირთოს შეჯახების შედეგად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი რაჟდენ ლეთოდიანი დაიღუპა.

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა.