უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1 300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს. დაზიანებულ მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.