ბაღდათში მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს "ინფო იმერეთს" ადგილობრივები აწვდიან.

“ნახეთ, მთას რა სჭირს ბაღდათში, თან წყალი მოდის. კვირიკაძეების სასაფლაოს ეძახიან, იმის თავზეა ეს მთა“ – წერს გამოცემას ადგილობრივი.

უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები, ხიდები და დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1 300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს. დაზიანებულ მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს.