ბაღდათის ცენტრში კაცს საკუთარი სახლის დაწვა სურდა.

"ინფო იმერეთს" ადგილობრივები უყვებიან, რომ კაცმა სახლს ე.წ "რასტვარიტელი" შეასხა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

"სახლის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. 40 წლამდე კაცი იყო, ვისაც მისი სახლის დაწვა სურდა. პოლიციამ დააკავა. ეს კაცი აფექტურ მდგომარეობაში იყო, პოლიციის უფროსიც ადგილზე იყო. ალეხანდროსაც აგინა, ჩემი სახლია და მინდა დავწვავ, ან რასაც მინდა იმას ვუზამო. გადაკეტილი ჰქონდა", - უყვება "ინფო იმერეთს" თვითმხილველი.