მერი ანჯაფარიძე - კინორეჟისორი. კინორეჟისორ გიორგი დანელიას დედა და საქართველოს სახალხო არტისტის ვერიკო ანჯაფარიძის და.

დაიბადა 1904 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1928 წელს.

რეჟისორის ასისტენტად იმუშავა ფილმებზე: "დიადი განთიადი" (1938), "გიორგი სააკაძე" (1942–1943). მუშაობდა "მოსფილმში" რეჟისორად. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: მ. ჭიაურელთან–"ფიცი" (1946), "ბერლინის დაცემა"(1949), "დაუვიწყარი 1919 წელი" (1952). ვ. სტროევასთან –"ბორის გოდუნოვი" (1955), ს. იუტკევიჩთან – "ალბანეთის დიდი მეომარი სკანდერბეგი" (1953). გ. როშალთან – ა. ტოლსტოის რომანის "გზანი წამებისანი", "დები" (1957), "თვრამეტი წელი" (1958), "მოღუშული დილა" (1959). დამოუკიდებლად გადაიღო მხატვრული ფილმები: "ანიუტა" (ა. ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით), "გზაზე" და სხვ.

მასვე ეკუთვნის სატირულ–იუმორისტული კინოჟურნალის "ფიტილის" რამდენიმე სიუჟეტის დადგმა.

გარდაიცვალა 1980 წლის 13 ივლისს მოსკოვში, 75 წლის ასაკში. დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაოზე.

ფოტოზე: ვერიკო და მერი ანჯაფარიძეები