დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვალის ცენტრი გაიხსნა, რაც რეგიონში ოფთალმოლოგიური მომსახურების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ცენტრის მიზანია, პაციენტებმა საჭირო სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში, თანამედროვე კლინიკური მიდგომებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმის შესაბამისად მიიღონ.

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, როგორც მრავალპროფილური ჰოსპიტალი, მუდმივად ვითარდება, რათა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს. თვალის ცენტრის გახსნა ჩვენი სტრატეგიული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, ჰოსპიტალში დანერგილი მომსახურების მაღალი სტანდარტები ყველა მიმართულებით შევინარჩუნოთ და განვავითაროთ“, – აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი სოფიო მორგოშია.
თვალის ცენტრს პროფესორი, ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ოფთალმოლოგიის სფეროში მუშაობის 35-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს მრავალწლიან კლინიკურ პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებასა და აკადემიურ საქმიანობას.

"ჩვენი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ ზუსტი დიაგნოსტიკა, თანამედროვე მკურნალობა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებმა საჭირო გამოკვლევები და მკურნალობა რეგიონიდან გაუსვლელად, მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მიიღონ. ამის საფუძველია თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებისა და ძლიერი პროფესიული გუნდის ერთობლიობა“, – აცხადებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თვალის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ომიაძე.
ოფთალმოლოგიური გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთა საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა, თანამედროვე კლინიკური მიდგომები და მკურნალობის პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

"თვალის ცენტრის გახსნა ჰოსპიტლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი ხედვაა, რეგიონში კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამედროვე სამედიცინო სერვისები და პაციენტებს მივცეთ შესაძლებლობა, საჭირო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობა ერთი ჰაბის პრინციპით მიიღონ. ამასთან, შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისა და სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ გარკვეული ოფთალმოლოგიური ოპერაციების დაფინანსებით“, – ამბობს დასავლეთ საქართველოს ჰოსპიტალური განვითარების დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე.
თვალის ცენტრის გახსნით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი აგრძელებს ზრუნვას პაციენტებზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვისა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ: 0431 20 80 80
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83ა
მეტი ინფორმაციისთვის და სიახლეების გასაგებად გამოიწერეთ ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter