სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდნენ ფრინველის დაკვლას. 

ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

საჩხერის მუნიციპალიტეტში, არალეგალურ სასაკლაოზე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი.

ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.