ქუთაისის „ტორპედომ“ მოსამზადებელი შეკრება მოგებით დაასრულა – დირკ შუსტერის გუნდი კვიპროსულ „აია ნაპას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ქუთაისელები გუნდის დებიუტანტის, „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილის თორნიკე ანთიას გოლით 27-ე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი „აია ნაპას“ კარი კომნენ ანდრიჩმა (65) და ვიქტორ ბლიზნიჩენკომ (77) აიღეს.
„ტორპედო“: კლიაიჩი, ჭითანავა, მანე, კუპრავა, კატკოვი, პერტაია, მამუჩაშვილი, ანთია, ბლიზნიჩენკო, ლიმა, პირესი.
შეცვლაზე ითამაშეს: გოშაძე, ბუკია, ნადარაია, ჩერიფი, სიმიჩი, ზიტა, ითრაქი, კოხრეიძე, არაბიძე, ანდრიჩი
ქუთაისის „ტორპედომ“ შეკრება 8 თებერვლიდან 20 თებერვლამდე კვიპროსში გაიარა, სამი ამხანაგური მატჩი გამართა – 2 მოიგო (1:0 „არარატ-არმენიასთან“ და 3:1 „აია ნაპასთან“), ხოლო ერთი ფრედ დაასრულა – 1:1 დანიურ „ლუნგბიუსთან“.
„ტორპედო“ 28 თებერვალს ეროვნულ ლიგაში პირველ შეხვედრას გამართავს. გუნდი საკუთარ მოედანზე ლიგის დებიუტანტს, „სპაერს“ უმასპინძლებს.