სუსმა იმერეთში სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები დააკავა.
მათ ბრალად სამსახურებრივი სიყალბე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენება და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხა ედებათ.
"ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 12 პირი პასუხისგებაში მიეცა, მათ შორის არიან იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები.
სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა", - განაცხადეს სუსში გამართულ ბრიფინგზე.