ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხემაღალისა და ღვერკის ტერიტორიაზე მოქმედი მეწყერი დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრია (68,45 ჰა) და საშუალო სიღრმე 43 მეტრს აღწევს.
კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ხარაგაულის მერიის დაკვეთით კომპანია „გეოლოჯიქმა“ მოამზადა, მეწყერს „ძალიან მძლავრ და ექსტრემალურად დიდ“ მოვლენად აფასებს.

დასკვნის მიხედვით: მეწყერი ქმნის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის მაღალ რისკს, რაც საფრთხეს უქმნის თბილისი–ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალს და მიმდებარე ინფრასტრუქტურას; მოსალოდნელია, რომ გადაადგილებული გრუნტი სკოლის ტერიტორიას დაფარავს - სკოლამ მუშაობა უნდა შეწყვიტოს;

მდინარე ყარნების ხეობაში ტრაქტორებით გაწმენდა აკრძალულია, ეს საფრთხის მატარებელია;
ექსპერტების შეფასებით, ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.
მეწყრულ ზონაში ქვეითად გადაადგილება იკრძალება.