ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია. ბავშვები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ნაწილობრივ ჩაშლილია, რადგან მოსწავლეების ნაწილი აქციას გარეთ მართავს, მეორე ნაწილი კი, რომლებიც გარეთ ვერ გავიდნენ, საკლასო ოთახებიდან უცხადებენ გათავისუფლებულ მასწავლებელს სოლიდარობას.
აქციაზე იმყოფებიან ასევე მშობლებიც. მათი ინფორმაციით, გასული წლის ზაფხულში მე-12 კლასელების მშობლებმა, მასწავლებელ ნატალია თურქაძეს, მას შემდეგ რაც სასწავლო პროცესი დასრულდა, პატივისცემის ნიშნად სამოგზაურო ბილეთი აჩუქეს, იქიდან 8 თვის შემდეგ კი დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ამ ფაქტზე მასწავლებლის გათავისუფლება გადაწყვიტა.
"ინფო იმერეთს" დირექტორთან გასაუბრება სურდა, თუმცა სკოლის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.