ქუთაისის გასასვლელთან, სამტრედიის გზაზე, ოთხი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც „ინფო იმერეთს“ ადგილზე მყოფმა განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საშინელი ავარია იყო, ზოგი ავტომობილი ძლიერადაა დაზიანებული, ზოგი კი ნაკლებად. ადგილზე ქაოსი სუფევდა. იმედია, ყველა კარგად იქნება, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები", – განაცხადა თვითმხილველმა „ინფო იმერეთთან“ საუბრისას.

"ინფო იმერეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.