თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
ამავე საქმის ფიგურანტებს - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს მოსამართლემ 8-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.