ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების სანდო პარტნიორია. საქართველოში ოპერირება კომპანიამ 2016 წელს, არვატო ბერტელსმანის სახელით, 150 ადამიანითა და 1 გერმანულენოვანი პროექტით დაიწყო, დღეს კი 2500-ზე მეტ თანამშრომელს, თბილისისა და, ქუთაისისა მასშტაბით აერთიანებს და 12 საერთაშორისო ბიზნესკლიენტს, 13 ენაზე სთავაზობს მომსახურებას. TP-ს სახელი, მსოფლიოს მასშტაბით, კლიენტთა მომსახურების ხარისხიან სერვისსა და მაღალ სტანდარტთან ასოცირდება. TP საქართველოს კლიენტები ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: მოგზაურობა, ელექტრონული კომერცია, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია და სხვ. გლობალურად, TP მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და 500 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

უკვე 2 წელია, რაც TP-მ ოფიციალურად შეისყიდა მეიჯერელი და წარმატებით აგრძელებს ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპანიის მთავარ პრიორიტეტად, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიაში ოპერირების პასუხისმგებლობიანი პრაქტიკის არსებობას რჩება. ოპერირების დაწყების პერიოდიდან, TP საქართველოს გუნდი სხვადასხვა სახის კამპანიით და CSR აქტივობით უწყობს ხელს განათლებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას და კარიერული შესაძლებლობების შექმნას. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ TP საქართველო უკვე მე-3 უწყვეტი წელია, რაც სერტიფიცირებული Grear Place To Work-ის სტატუსს მოიპოვებს.
განათლება, როგორც პრიორიტეტი
TP საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებას, ამავდროულად კი, გერმანული ენისა და კულტურის პოპულარიზებას ეწევა, აფინანსებს მოსწავლეებსა და სტუდენტებს, თანამშრომლობს გერმანული ენის ცენტრთან, ხელს უწყობს მსურველებს როგორც ენის შესწავლაში, ისე კარიერულ განვითარებაში. TP საქართველო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ-გერმანულ ცენტრთან ქუთაისში და ყოველწლიურად ათობით სტუდენტს გერმანული ენის კურსებს უფინანსებდა. 2022 წელს, კომპანიამ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას 10 000 ევრო გადაურიცხა - აღნიშნული თანხა სასწავლო დაწესებულების გაციფრულების პროექტს მოხმარდა. მას შემდეგ კომპანია აქტიურად განაგრძობს ქართულ-გერმანული ცენტრის დაფინანსებას და მასთან ერთად ყოველწლიურად ახორციელებს Back to School ღონისძიებას ქუთაისში, რომლის ფარგლებშიც ას სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა სწავლისათვის საჭირო ყველა ინვენტარი.
2023 წლიდან TP საქართველოში ენის აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება. ენის აკადემია კომპანიის უნიკალური ინიციატივაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გერმანული ენის უფასო კურსს და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. ენის აკადემიის გერმანული ენის კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გერმანულენოვანი ტრენერები სწავლების თანამედროვე მეთოდებით უძღვებიან.
TP ენის აკადემია შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კომპანიაში დასაქმება სურთ, თუმცა, ამ ეტაპზე გერმანულს არასაკმარის დონეზე ფლობენ. უკვე მესამე წელია, აკადემია კურსანტებს არა მხოლოდ გერმანული ენის დონის გაუმჯობესებაში, არამედ იმ რბილი უნარების განვითარებაშიც ეხმარება, რომლებიც კომპანიის თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ყოველდღიურად სჭირდებათ. აკადემია უნიკალურია და სხვა ენის ცენტრებისგან რამდენიმე ნიშნით გამოირჩევა — კურსი, რომელსაც გერმანულენოვანი, გამოცდილი ტრენერები უძღვებიან, სრულად უფასოა, წარმატებული კურსდამთავრებულები კი, საბოლოოდ, კომპანიაში საქმდებიან. კურსის განმავლობაში, სტუდენტებს კომპანიის უკეთ გაცნობის, მომავალი როლის სრულად გააზრებისა და სამუშაო პროცესისათვის კარგად მომზადების საშუალება აქვთ, რაც მათ ინტეგრაციასა და ტრანზიციას უფრო მარტივს ხდის.
ენის აკადემიაში გაკვეთილები სრულად გერმანულად მიმდინარეობს, სწავლების ინტერაქციული მოდელი კი, სტუდენტებს ენის ბარიერის სწრაფად დაძლევასა და აზრების თავისუფლად გამოხატვაში ეხმარება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ენის აკადემიამ სტუდენტთა 19 ჯგუფი გადაამზადა, 188 მონაწილიდან კი, 103 წარმატებულ კურსდამთავრებულს TP-ს დინამიკურ, საერთაშორისო გუნდში დასაქმების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა.
გაეცანი თიფი საქართველოს მიმდინარე პოზიციებს და შეავსე განაცხადი