ქუთაისელმა მოჭადრაკემ მარიამ მიქაძემ 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
მიღწეული შედეგით სპორტსმენი კმაყოფილია. მარიამ მიქაძის თქმით, აღნიშნული გამარჯვება დაუღალავი შრომის შედეგია და მისი მთავარი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონობაა.
"ძალიან მიხარია, არ ვიცი ეს ემოციები როგორ გამოვხატო. საქართველოს ჩემპიონობისთვის ბევრი ვიშრომე. ჩემი მიზანია მსოფლიო ჩემპიონი გავხდე“, - აღნიშნა მარიამ მიქაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკე საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში სტაბილურ ლიდერობას ინარჩუნებს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარდგენას აქტიურად აგრძელებს.