ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
2026 წლის ბოლოდან აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
შედეგად, ქუთაისი შეძლებს მოემსახუროს როგორც შორი მანძილის, ისე სატვირთო და სრული სერვისის ავიაკომპანიებს.
"დღეს დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ვინაიდან პირველად შენდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი - 3600 მეტრი. "საქაერონავიგაცია“ სრულად განაახლებს შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, უკვე დამონტაჟდა ინსტრუმენტული დაფრენის ახალი სისტემა, ანუ სრულად განახლდება სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ულტრათანამედროვე სისტემებით, რომლებიც შეესაბამება როგორც ICAO-ს სტანდარტებს, ისე ევროკავშირის ნორმებს. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აფრენისა და დაფრენის ახალი სტანდარტული პროცედურები, რომლის ვალიდაციაც სპეციალური ლაბორატორია თვითმფრინავით განხორციელდა“, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.