ქუთაისში, 15 მილიონად რეაბილიტირებულ ბულვარში, სამი შადრევნიდან მხოლოდ ერთი მუშაობს და ისიც ნაწილობრივ.
ქალაქის ბულვარი, რომელიც ტურისტების მთავარი თავშეყრის ადგილია ფოტოებს გამორთულ და დაბინძურებულ შადრევნებთან იღებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბულვარში შადრევნები გამართულად არც არასოდეს მუშაობდა, მაგრამ 10 დღეა საერთოდ არ ჩართულა.
ბულვარში გარდა შადრევნებისა, ღამით განათებებიც პრობლემაც არის, ხშირ შემთხვევაში განათებები ნაწილობრივ ირთვება.
წვიმის დროს კი სადრენაჟე სისტემა არ მუშაობს და გაზონები წყლით არის დატბორილი.

ბულვარში ამ დრომდე არ გახსნილა მედიათეკა.
ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია 15 მილიონამდე ლარი დაჯდა, სამუშაოები თითქმის ერთი წლის დაგვიანებით დასრულდა, მიზეზად ფუნდამენტურად ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებდნენ.