ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კიკნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

ადგილობრივების თქმით, დამტვრეულია ძელსკამები და საბავშვო ატრაქციონები.

მათივე თქმით, სკვერი იმდენად მოუვლელია, რომ იქ ვერც ბავშვები გაერთობიან და ვერც ზრდასრული ადამიანები დაისვენებენ.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სკვერის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს.