ქუთაისში გაუჩინარებულ მზია ლომაიას ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ის გუშინ დილის დაახლოებით 06:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
მზია ლომაია მრავალი წლის განმავლობაში იტალიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში სულ რამდენიმე დღის წინ, 27 აპრილს დაბრუნდა.
სახლიდან გასულს თან არ აქვს ტელეფონი, ფული და პირადი ნივთები.
შვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.
"დილის დაახლოებით 6 საათზე სახლიდან გავიდა დედა... მხოლოდ ჩუსტებით გავიდა სახლიდან… მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ქუთაისი არც ისეთი დიდი ქალაქია, რომ გზაში ვინმეს არ შეხვედროდა, ან სადმე არავის დაენახა. გთხოვთ თუ ვინმემ საეჭვოდ შეამჩნიეთ მომწერეთ, გეხვეწებით და გემუდარებით", - წერს შვილი სოციალურ ქსელში.