ქუთაისელი ნანა ხორავა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ნანა ხორავა (77 კგ.) წარმატებით ასპარეზობს.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავასა და მწვრთნელის ილია თვალოძის ხელმძღვანელობით ატაცში 108 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.