ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლს იღებენ.
"ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, ადგილზე ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში გადაჭრით არ ამბობენ, ძეგლს ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში დროებით ხსნიან თუ მუდმივად, თუმცა წყარომ განგვიცხადა, რომ ადგილზე ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება.
ადგილზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქუთაისში წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი 1959 წელს დაიდგა. საზოგადოებისა და აქტივისტების მხრიდან საბჭოთა სიმბოლიკის მქონე ამ მონუმენტის დემონტაჟის მოთხოვნა წლების განმავლობაში პერიოდულად აქტიურად ისმოდა.