ქუთაისელი ლევან დონაძე "კარატე 1 – სერია A"-ს ბრინჯაოს პრიზიორია.

პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - "კარატე 1 – სერია A“ "თბილისი არენაზე" გაიმართა.

ტურნირზე ქუთაისელმა კარატისტმა ლევან დონაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ასლან დოსტუევი დაამარცხა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირში 77 ქვეყნის 1267 სპორტსმენი მონაწილეობდა.