საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” გახდა.

ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეოთხე შეხვედრაში კოტე ტუღუშის მომზადებულმა გუნდმა  “თსუ”  93-82 დაამარცხა და ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო, სადაც 2 ჯერ “თსუ” დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა და დღეს შესანიშნავი შედეგიც დადო.

სუპერლიგის ჩემპიონი ისევ ქუთაისია.