ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია.

"დაცულია, იყოს კი არა - დაცულია. მე გარანტიას ვიძლევი, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარია ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს რისკის ქვეშ? თეორიულადაც კი ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება, არსებობდეს", - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის შესაძლო წაყენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ, ვერაფერი დაიმალება. მე ამ ეტაპზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. მე შეგნებულად ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ამ საკითხებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა არსებითად საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ", - განაცხადა კობახიძემ.