ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ შიმშილობა გამოაცხადა.

ქუთაისელი აქტივისტის თქმით, ამ ფორმით ის აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებას აპროტესტებს და მას სოლიდარობას უცხადებს.

თავის მხრივ საპროტესტო აქციაზე გუშინ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. 

აზა ჩილაჩავა პოლიციამ გუშინ დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის დაკავებულია გზის განმეორებითი გადაკეტვის გამო. ასევე, გავრცელებული ცნობით, აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.