ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და პროექტ Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდება.

"თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს იქნება დიდი დარტყმა როგორც ინდივიდუალურად ყველა მოქალაქისთვის, ვინც დღეს თავისუფლად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების და ფინანსური ანგარიშვალდებულების წარდგენის გარეშე მოგზაურობს. ძალიან დაზარალდებიან გამყვანი ტურისტული სააგენტოებიც, რომლებსაც ბიუჯეტში შემოსავალი შეაქვთ; ასევე, უვიზოს გაუქმება შეეხება Wizz Air-ის ოპერირებასაც, რადგან თუ მგზავრთნაკადი შემცირდა, რეგიონში ავიაკომპანიის ბიზნეს-ინტერესიც შემცირდება და ა.შ. თუმცა იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, - განაცხადა სიდამონიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.