25 ოქტომბერს ფარმაცევტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კომპანია PSP ტრადიციულად ფარმაცევტების მილოცვით, საჩუქრებით და საინტერესო აქტივობებით აღნიშნავს.
“PSP მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე და სხვადასხვა საზეიმო აქტივობით და სიმბოლური საჩუქრებით ამ დღესასწაულის დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის მათთვის. წლევანდელი ფარმაცევტების დღეც არ არის გამონაკლისი, თითოეულ ფარმაცევტს კომპანია პირადად გადასცემს საჩუქრებს და გამოხატავს მადლიერებას მათი დაუღალავი შრომისთვის. არ გვავიწყდება ჩვენი კოლეგებიც და სხვადასხვა სააფთიაქო ქსელების ფარმაცევტებსაც სიმბოლურად ვულოცავთ პროფესიულ დღეს.
წელს პირველად კომპანიის აფთიაქებზე საინფორმაციო ხასიათის პოსტერები განთავსდა, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მიულოცონ ფარმაცევტებს პროფესიული საერთაშორისო და საკუთარი მადლიერება გამოხატონ ზრუნვისთვის, რომელსაც ისინი თავისი ყოველდღიური საქმიანობით ახორციელებენ.
ფარმაცევტების როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასოდეს ყოფილა ასეთი გადამწყვეტი, როგორიც დღეს არის. ფარმაცევტის მსოფლიო დღე, რომელიც ყოველწლიურად 25 სექტემბერს აღინიშნება, საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება და დავაფასოთ ჯანდაცვის სფეროს ერთგული პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე.
ფარმაცევტები ხშირად არიან ის საიმედო სპეციალისტები მრავალი ადამიანისთვის, ვინც სამედიცინო რჩევას ეძებს არარეცეპტურული მედიკამენტების შერჩევის, იმუნიზაციის, ქრონიკული დაავადების მართვისა თუ ჯანმრთელობის ზოგად შეკითხვებზე პროფესიონალური პასუხის მისაღებად. ფარმაცევტები არიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც თანამშრომლობენ ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და დახმარების უზრუნველსაყოფად. ფარმაცევტები არიან ხიდი ჯანდაცვის პროვაიდერებსა და ჩვენს შორის, რაც მათ ჯანდაცვის ეკოსისტემის შეუცვლელ ნაწილად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფარმაცევტის გამოცდილება და ყოველდღიურობა ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი მთავარი მიზანი აერთიანებთ – ზრუნვა ადამიანებზე”, – აცხადებენ PSP-ში.
კომენტარები