არასამთავრობო ორგანიზაცია RICDOG-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს.
RICDOG-ის გამგეობის გადაწყვეტილებით გენერალური მდივნის პოზიცია ირაკლი თევზაძემ დაიკავა.
ირაკლი თევზაძე RICDOG-ს 2014 წელს მოხალისის სტატუსით შეუერთდა, 2015 წლიდან იგი ორგანიზაციის წევრი გახდა, 2016 წელს კი გამგეობის შემადგენლობაში იქნა არჩეული. ხოლო, 2021 წლიდან დღემდე გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე გენერალური მდივანი აირჩევა ერთი წლით, სამჯერ გადარჩევის უფლებით, გამგეობის მიერ.
კომენტარები