SVR – ესვიერი კრემი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear Active Teinte
რეკომენდებულია მგრძნობიარე, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. კონცენტრირებული ფორმულა, მიკრონიზებული მინერალური პიგმენტით, ფარავს ლაქებს, ფერიმჭამელებს და გაფართოებულ ფორებს. ატენიანებს კანს 8 საათით. უზრუნველყოფს გამონაყარის შემცირებას. ეფექტი მიიღწევა 7 დღეში.
4%-იანი ნიაცინამიდი – ამშვიდებს გაღიზიანებულ, აკნესადმი მიდრეკილ კანს და აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას.
სალიცილის მჟავა – აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, წმენდს ფორებს და იცავს კანს ახალი ლაქების გაჩენისგან. შემადგებელ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული ეფექტი. თხელი ტექსტურის. არაცხიმოვანი. არაწებვადი.
არაკომედოგენური. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით გასუფთავებულ სახის კანზე.
SVR – ესვიერი Sebiaclear კრემი გლუვი ეფექტით
რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და ერთგვაროვანს ხდის კანს. ატენიანებს მას. გააჩნია ნაზი პილინგის ეფექტი. აუმჯობესებს კანის ტექსტურას. ხდის მას ხავერდოვანს და ერთგვაროვანს. დერმატოლოგიურად აქტიური ინგრედიენტები მაღალი დოზებით გლუკონოლაქტონი (4%) + სალიცილის მჟავა წმენდს და ამშვიდებს კანს. ამცირებს დეფექტებს. ნიაცინამიდი (4%) აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ასუფთავებს ფორებს და ამცირებს სიწითლეს.
SR Matte (2%) ცხიმის მარეგულირებელი საშუალება უზრუნველყოფს კანის ერთგვაროვან ეფექტს. ჰიდროფილური შაქარები უზრუნველყოფენ კანის ხანგრძლივ დატენიანებას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე. მოარიდეთ თვალის კონტურს.
SVR – ესვიერი შრატი ცხიმიანი კანისთვის Sebiaclear Serum
შრატი რეკომენდებულია მგრძნობიარე, ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი მოზრდილთა კანისთვის. თხელი, ულტრანაზი ტექსტურის, გამჭვირვალე შრატი ადვილად შეწოვება და კანს ხდის ერთგვაროვანს. ანტიოქსიდანტური ფორმულა უზრუნველყოფს კანის 8 საათიან დატენიანებას.
შეიცავს 28 % დერმატოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს. შედეგი დგება 7 დღეში.
გამონაყარის საწინააღმდეგო მოქმედება
გლუკონოლაქტონი 14 % + ნიაცინამიდი 4 % -ს გააჩნია გამონაყარის, ლაქების, ფერისმჭამელების, ნარჩენი შრამების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და კრავს ფორებს.
დაბერების საწინააღმდეგო კომპლექსი
RETINOID-LIKE რეტინოიდი + ჰიალურონის მჟავა ებრძვის დაბერების ნიშნებს. იცავს კანს და უზრუნველყოფს ნაოჭების გადასწორებას.
დაბინძურების საწინააღმდეგო ფარი
მცენარეული ანტიოქსიდანტი + დაბინძურების საწინააღმდეგო შაქარი: იცავს კანს გარე გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან და შემდგომი დაზიანებისგან.
ჰიპოალერგიული. არაკომედეგონური. წარმოადგენს საუკეთესო ბაზას მაკიაჟისთვის. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი. რეკომენდაცია: კომბინირებული კანისთვის გამოიყენეთ დამატენიანებელთან ერთად.
გამოყენების წესი: დაიტანეთ ყოველდღიურად დილით და/ან საღამოს მთელს სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.
SVR – ესვიერი მიცელარული წყალი Sebiaclear Eau Micellaire
მიცელარული წყალი ერთდროულად წმენდს, ასუფთავებს და აშორებს მაკიაჟს სახიდან და თვალიდან. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს კანიდან ისე, რომ არ აშრობს მას. აახლებს და ასუფთავებს კანს. მიცელარული წყლის შემადგენელი გლუკონოლაქტონი წმენდს ფორებს, ხოლო მიცელები წმენდს კანსა და აშორებს მაკიაჟს სახიდან და თვალიდან. არ შეიცავს საპონს, ალკოჰოლს, საღებავებსა და პარაბენებს.
გამოყენების წესი: გაიწმინდეთ სახე და თვალები კოსმეტიკური ბამბის დისკით დილით და/ან საღამოს. არ საჭიროებს ჩამობანვას.
SVR – ესვიერი გელ-მუსი Sebiaclear Gel Moussant
გელ-მუსი წარმოადგენს კანის გამწმენდსა და ექსფოლიანტს. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. განკუთვნილია სახისა და ტანისთვის. კრემის ტექსტურის აქაფებადი გელი ნაზად წმენდს კანს, აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს, ისე რომ არ აშრობს მას. წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას აკნეს ლაქების მოსაცილებლად. აახლებს კანს და ანიჭებს მას ერთგვაროვნებას.
არ შეიცავს საპონს. ადვილად ჩამოიბანება. გლუკონოლაქტონი: წმენდს და ხსნის ფორებს.
ნაზი გამწმენდი ბაზა: წმენდს, ასუფთავებს და უნარჩუნებს ბალანსს მგრძნობიარე კანს.
Mat SR (0.5%): არეგულირებს ჭარბი ცხიმის სეკრეციას.
არ შეიცავს პარაბენებს, ალკოჰოლს და საღებავებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სველ კანზე, აიქაფეთ და შემდგომ ჩამოიბანეთ წყლით.
SVR – ესვიერი SEBIA დამატენიანებელი კრემი SPF50 Sebiaclear Creme SPF50
დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და აღმდგენი საშუალებაა, რომელიც შექმნილია აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის, როგორც გამოშრობის საწინააღმდეგო საშუალება.
რეკომენდებული ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის. ეფექტურია აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობისას, რომელიც კანის სიმშრალეს იწვევს. ღრმად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას კომფორტის შეგრძნებას. ამცირებს გამონაყარს. შეიცავს მზის დამცავ ფილტრს, იცავს კანს ლაქების გაჩენისგან.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით გასუფთავებულ სახის კანზე.
მოცულობა 40 მლ.
SVR – ესვიერი Sebiaclear ამპულა Flash
SEBIACLEAR Ampoule Flash არის კანის მოვლის ახალი პროდუქტი, რომელიც მოქმედებს ნაოჭების, სიწითლის, აკნეს საწინააღმდეგოდ. აქვს დამარბილებელი, დამამშვიდებელი ფუნქცია. კონცენტრატი განკუთვნილია აკნესადმი მიდრეკილი მგრძნობიარე კანისთვის. გამოყენება შესაძლებელია 10 წლის ასაკიდან. კონცენტრატი დამზადებულია 81% ბუნებრივი ინგრედიენტებით, 15% აზელაიკის მჟავით, დერმატოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო და კერატოლიზური მოქმედებით. სალიცილის მჟავასთან, თუთიასთან და ნიაცინამიდთან ერთად SEBIACLEAR ამპულა ღრმად წმენდს, შესამჩნევად ამცირებს ნაკლოვანებებს და სიწითლეს რეკორდულ დროში. მისი რძისფერი და მსუბუქი ტექსტურა ერწყმის კანს შეუმჩნევლად. ულტრაკონცენტრირებული მოვლის პროდუქტი ადვილად შეიძლება იყოს ინტეგრირებული ნებისმიერ რუტინაში, მოზარდობის ასაკიდან.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიტანეთ საშუალება დილით და/ან საღამოს სუფთა, მშრალ სახეზე. ცალკე, ან კანის მოვლის ძირითად საშუალებასთან ერთად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
კომენტარები